ბორჯომის ტყეში ხანძარს სხვადასხვა ქალაქიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ებრძვის - ადგილზე წყლის დამატებითი რეზერვუარებიც გაკეთდა - Palitra News

ბორჯომის ტყეში ხანძარს სხვადასხვა ქალაქიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ებრძვის - ადგილზე წყლის დამატებითი რეზერვუარებიც გაკეთდა

2017-08-21 11:13:29+04:00

ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ებრძვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ბორჯომში დამატებითი ძალების მობილიზება გვიან ღამით მოხდა.

რაც შეეხება ხანძრის მასშტაბს, უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, კონკრეტულად რა ფართობის ტერიტორიაზეა ცეცხლი გავრცელებული. "მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. შეყვანილია მძიმე ტექნიკა. ღამით დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო და ჯამში, ახლა 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას" - აცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

იხილეთ: რა ვითარებაა ბორჯომის ტყეში ხანძრის მეორე დღეს - ცეცხლის კერები სოფელ ყვიბისის მხარეს რჩება