გერმანიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია ეარ ბერლინი გაკოტრდა. ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მთავარმა აქციონერმა - ეტიჰად ეარვეიზმა მათ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი თქვა. ეარ ბერლინს გასულ წელს 780 მილიონი დოლარის ზარალი ჰქონდა. ამჟამად კი ავიაკომპანიას 1,2 მილიარდი ევროს ვალი აქვს დაგროვილი. ეარ ბერლინი 1978 წლიდან ოპერირებს და მგზავრების გადაყვანის მოცულობით, გერმანიის ავიაკომპანიებს შორის მეორე, ხოლო ევროპულ კომპანიებს შორის მეშვიდე პოზიციაზეა. გაკოტრებული კომპანია ფრენებს 150 მიმართულებით ახორციელებს და ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.