კიდევ ერთი სპეცოპერაცია ლილოში - სპეცრაზმმა ამჯერად შეიარაღებული ძებნილი დააკავა. აყვანის ოპერაციისას ის გაქცევას ცდილობდა. 33 წლის გიორგი არდოტელს პოლიცია 2013 წელს მომხდარი დანაშაულისთვის ეძებდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის დარღვევაში ედება, რაც ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისმობს. თვითმხილველების თქმით, გასროლის ხმა სამჯერ გაიგეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ სპეცოპერაციისას ძებნილი დაიჭრა. თუმცა როგორც შსს-ში განმარტავენ, დაკავებულმა გაქცევის მცდელობისას ფეხი დაიზიანა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა. არდოტელის მეზობლები ამბობენ რომ ის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილია.