პარიზში "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი პიცერიაში შევარდა, რის შედეგადაც 12 წლის გოგონა დაიღუპა. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. როიტერსის ინფორმაციით , პოლიციამ დამნაშავე მძღოლი უკვე დააკავა. მას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. როგორც გაირკვა, მამაკაცი ტერასაზე მყოფ ხალხს შეგნებულად დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლი საქმე სამართალდამცველები ტერორისტული აქტის ვერსიას ჯერჯერობით არ განიხილავენ.