აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, სჯერა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად უფრო ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება სოხუმიდან და ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმება და განხორციელდება თბილისიდან. აფხაზეთში ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით ომის დროს დაღუპულთა ახლობლები და ნათესავები, ასევე ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან იკრიბებიან.