მესტიაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ ხერხდება. ეროვნული სატყეო სააგენტო გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 2ჰა ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები, მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა. ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.