"თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორც ისინი განმარტავენ პარტიაში კრიზისული ვითარება შეიქმნა. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს“- აცხადებენ თავისუფალ დემოკრატებში.
ისინი "რესპუბლკელებთან" გაერთიანების წარუმატებლობაზეც საუბრობენ და აცხადებენ რომ "ქართული ოცნებასთან დაპირისპირებისთვის შექმნილი კოალიცია, ამ პროექტის პირველ საფეხურს ვერ გასცდა.