გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს იწყება. ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის 10 ლარი. გადახდის ქვითარი და სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.
2017-2018 წლების ნდირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში.