ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოც ცნობით, ოფიციალური ფხენიანი გუამში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშს აგვისტოს შუა რიცხვებში მიიტანს, თავდასხმისთვის კი ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებს. ჩრდილოეთ კორეელი გენერლის, კიმ რაკ გიომის თქმით, არმია სრულ მზადყოფნაში აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება, რის შემდეგაც ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებას დაელოდება. ოფიციალური ფხენიანის მუქარებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუკი ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს კიდევ ერთხელ დაემუქრება, საპასუხოდ ისეთ ცეცხლს და რისხვას მიიღებს, როგორიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს“.