გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. თბილისში, ზაჰესის დასახლების მიმდებარედ, მოქალაქე აკრძალული იარაღით - ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. მას მოპოვებული ჰქონდა 23კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. ამოღებული და დალუქულია რეზინის გასაბერი ნავი, სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.