რამდენიმე წუთიანმა ძლიერმა წვიმამ ქალაქ გორში პრობლემები შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვარი წარმოიქმნა, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფარხა.
პრობლემები შეექმნათ ქვეითად მოსიარულეებსაც. ძლიერი წვიმის შედეგად ჯუღაშვილის, ნინოშვილისა და თბილისის ქუჩებზე საავტომობილო გზასთან ერთად, დატბორილია საფეხმავლო გზაც.