სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ. ტურისტები 1 აგვისტოს დაიკარგნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება 8 აგვისტოს შევიდა. „სამსახურის თანამშრომლები ყველა შესაბამის ღონის ძიებას ახორციელებენ, რომ დაკარგული ტურისტები მოძებნონ“, განმარტეს უწყებაში.