ჩრდილოეთ კორეა აშშ-ზე თავდასხმის გეგმას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. ცნობა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში გასაჯაროვდა. ტრამპის თქმით თუ აშშ ჩრდილოეთ კორეისგან რაიმე სერიოზულ საფრთხეს იგრძნობს, ფხენიანი ოფიციალური ვაშინგტონისგან ცეცხლსა და რისხვას მიიღებს. ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ზე სარაკეტო თავდასხმის პრაქტიკები მას შემდეგ დაიწყება, რაც ამას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბრძანებს, ამ ბრძანებას კი უახლოეს მომავალში ელიან.