ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი ოჯახში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში გადაასვენეს. სამხედროს ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის სამთავრობო აეროპორტში გუშინ ჩამოასვენეს. დაღუპული ქართველი სამხედრო აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს.თბილისის აეროპორტში მას სამგლოვიარო ცერემონიით დახვდნენ ქართველი და უცხოელი თანამებრძოლები, ქვეყნის მთავარსარდალი და მთავრობის წევრები.მდინარ ბებიაშვილი რამდენიმე დღის წინ ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმას ემსხვერპლა.