სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს მის პოსტს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი აუდიტორის თანამდებობაზე თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას და უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურები განიხილება. მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ადასტურებს თბილისის მერი დავით ნარმანია, თუმცა, ნარმანიასთან კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფს. ოფიციალურად კი, დავით ნარმანიას თბილისის მერობის ვადა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ეწურება. არსებული რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კანდიდატურის წარდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. წარდგენილ კანდიდატს კი, პარლამენტის სიითი უმრავლესობა 5 წლის ვადით ირჩევს.