აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა ქალის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფარმაციით, საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. გოგონას, რომელიც "ევროპული საქართველოს" მსვლელობაში მონაწილებდა, სავარაუდოდ ბოთლი ესროლეს, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. დაშავებული, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოინახულეს.