საქართველოს საპატრიარქო დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.მოვუწოდებთ ,,ქართული მარშის“ და ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.