ეს მყუდრო და მშვიდი სოფლის მშვენება ბევრს აოცებს. ზალიპიე ზღაპრული, ხელით მოხატული სოფელია პოლონეთში. ამ სოფლის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდის. მისი თავისებურება და მთავარი ღირსება აქაურ სახლებში იმალება, რომელიც ასე მოსწონთ და აინტერესებთ ხელოვნებათმცოდნეებსა თუ უბრალო დამთვალიერებელს.ამ სოფელში ხატვის ხელოვნება საყოველთაოდ არის ცნობილი. აქ სპეციალური სკოლაც კი არსებობს, სადაც ასეთი სტილის ხატვას ასწავლიან მოსახლეობას.