სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა კომიტეტის წევრებს სამინიტროს 2018 წლის ბიუჯეტის გეგმა წარუდგინა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს: გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავების რეგულირებასა და მართვის გაძლიერებას; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას; დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ასევე, ტყის მცველების თანამდებობრივი სარგოს გაზრდას.