საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა. ფუტკარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მისთვის რთული მისაღები აღმოჩნდა.”დღეს, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემთვის რთული გადაწყვეტილება მივიღე. ვტოვებ პირველი არხის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს. ამ არხთან და ჩემს კოლეგებთან, ძველებთან თუ ახლებთან, ბევრი საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე სამუშაო დღეები და ღამეები მაკავშირებს. მადლობა მათ შრომისთვის, ერთგულებისთვის. დღეს ამ გუნდს დავემშვიდობე, წარმატებები მათ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დროა”, - წერს ფუტკარაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.