კვირას გამთენიისას, თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც ”ერისიონის“ საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები და თანმხლები პირები იმყოფებოდნენ. შემთხვევის დროს ავტობუსში 38 ადამიანი იყო, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 28 ადამიანი და მათგან 4 ჯერ კიდევ თურქეთის საავადმყოფოში რჩება. რა გახდა ავარიის მიზეზი, რას ყვებიან თვითმხილველები და რა მდგომარეობააა საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით - ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს "დღის თემის" სტუდიაში ჟურნალისთ მარიამ მენაბდიშვილთან, ექსპერტ დავით მესხიშვილთან და ავარიაში ერთ-ერთ დაზარალებულ მშობლეთან ერთად.