კვირას გამთენიისას, თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც ”ერისიონის“ საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები და თანმხლები პირები იმყოფებოდნენ. შემთხვევის დროს ავტობუსში 38 ადამიანი იყო, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 28 ადამიანი და მათგან 4 ჯერ კიდევ თურქეთის საავადმყოფოში რჩება.
მომხარ შემთხვევას "პალიტრანიუსის" გადცემაში "დღის თემა" ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მაია ებრალიძე იხსენებს, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დაჭირდა.