საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო, შპს "ახალი თევზი" გახსნა. აღნიშნული საწარმო "ერთიანი აგროპორექტის" ფარგლებში შეიქმნა. "ახალი თევზი" წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალასწარმოებას უზრუნველყოფს.