მერაბ ღოღობერიძეს პიროვნულად ვერ ვიტანდი, მისთვის პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფაც მიმიყენებია, - ეს განცხადება ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააკეთა.
როგორც ბრალდებული ამბობს, ღოღობერიძეს არ იცნობდა და აქციის ორგანიზებას ვერ შეძლებდნენ. ირაკლი ჩხვირკია აცხადებს, რომ მის დასაკავებლად პროკურატურას მტკიცებულება არ აქვს და საქმეში წარმოდგენილ 240 მოწმის ჩვენება იდენტურია.
ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდეს.