"ინტერ რაოსთან” და "ყაზტრანსგაზთან” დავაში თავის დასაცავად საქართველო იურიდიულ კომპანიებს დაიქირავებს.საქართველოს ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ არბიტრაჟი პარტნიორებს შორის ურთიერთობის ცივილური ფორმაა. მისივე თქმით, იურიდიულ კომპანიებს პირველ რიგში დაეხმარება იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც მსგავსი დავების წარმოების გამოცდილება გააჩნია. მინისტრი ამბობს, რომ გამოყენებული იქნება ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობის რესურსიც, რათა საქმე მაქსიმალურად სამართლიანი გადაწყვეტილებით დასრულდეს. ელოშვილი იმედოვნებს, რომ "ყაზტრანსგაზთან" მოლაპარაკების მიღწევა შესაძლებელი იქნება. "ეს პროცესი, ალბათ, არ გართულდება. ვიმედოვნებთ, რომ „ინტერ რაოსთანაც" შევძლებთ მოლაპარაკებას, მაგრამ თუკი „ინტერ რასოთან" სარბიტრაჟო დავა გაგრძელდა, გვაქვს ძლიერი პოზიციები. ჩვენ მათ მოთხოვნების ნაწილში ვეთნხმებით, ნაწილში - არა”, - განაცხადა ელოშვილმა.