ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები დანებდნენ. ამსახველი კადრები ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ტერორისტული ეგრედ წოდებული სახელმწიფოს წევრები ერაყის სამთავრობო არმიას მას შემდეგ ჩაბარდნენ, რაც ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქი მოსული ალყაში მოაქცია და სრული კონტროლი დაამყარა. გავრცელებული ცნობით მებრძოლები, რომლებიც დანებდნენ უცხოელები არიან. ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ მოსულზე კონტროლი, საბოლოო იერიშის დაწყებიდან 36 საათში დაამყარეს. ქალაქის თავზე ერაყის სახელმწიფო დროშები 9 ივლისის შემდეგაა აღმართული.