დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე და ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა, შეხვედრა შეეხება ჩაბუქის ოჯახის მოთხოვნას სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე. მისი განცხადებით, უცნობი პირები მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან.