ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ე.წ. საზღვრის გადმოწევა და ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი დააყენა. შეხვედრას სეპარატისტების მხრიდან მურად ჯიოევი ესწრებოდა. ჯიოევი ე.წ. საზღვრიდან 200 მეტრის რადიუსში მოსახლეობის მოახლოების აკრძალვას ითხოვს. მის განმარტებით ხაზების დაფიქსირება ზედმეტ პრობლემებს მოხსნის.