ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი სოსო ნადარეიშვილი დაიკითხა. სოსო ნადარეიშვილმა სასამართლოში, დაკითხვის შემდეგ დეტალური კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აეროპორტში დეკანოზთან ერთად არ იმყოფებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დეკანოზი მის რესტორანში არასდროს ყოფილა, ვინაიდან რესტორანი 4 დღის წინ გახსნა. ჟურნალისტების მიერ დასმული სხვა კითხვები სოსო ნადარეიშვილმა უკომენტაროდ დატოვა.