"ოპელს" ახალი ფლაგმანი ჰყავს - ძალიან თამამი სახელწოდებით Insignia Grand Sport. ეს არის Insignia-ს მეორე თაობა, რომელიც რუმინეთში ექსკლუზიურად გავტესტეთ.
"ოპელმა" უკვე წლებია, უდიდესი პროგრესი განიცადა და სერიოზული ნაბიჯები გადადგა პრემიუმ-სეგმენტისკენ. პირველი რევოლუციური მოდელი ამ მხრივ სწორედ Opel Insignia-ს პირველი თაობა იყო, რომელიც 2009 წელს ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. ახლა კი თქვენ წინაშეა Insignia-ს ახალი, მეორე თაობა, რომელიც რუმინეთში ექსკლუზიურად გავტესტეთ.