ტყიბულის გამგებლის მოადგილეს შალვა გაბრიაძეს ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში გამგებლის ყოფილი მძღოლი ზაზა არსენიძე ადანაშაულებს. არსენიძე ამბობს, რომ კონფლიქტი მის საქმიანობას უკავშირდება, როცა ის დასუფთავების სამსახურის უფროსად დააწინაურეს, ცოტა ხანში კი თანხის არამიზნობრივი ხარჯვის გამო ოთხწლიანი პირობითი მიუსაჯეს. ის ყვება, რომ ორი დღის წინ, გამგებლის მოადგილემ ტყეში დაიბარა, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გამოიკითხა ორივე მხარე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.გამგებლის მოადგილე ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებს.