ჰოსპიტალური ქსელი "მედალფა" პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროფრამაში შესულ ცვლილებას წარმატებით ახორციელებს. ცვლილება ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის სამკურნალო საშუალებების სიმბოლორ ფასად 1 ლარად მიღებას გულისხმობს.აღნიშნული ცვლილების დროს გასავლელი პროცედურის მიმდინარეობის შესამოწმებლად კლინიკა "მედალფას" შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ეწვია. რომელმაც დაათვალიერა კლინიკა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ექიმების მოსაზრებები მოისმინა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1 ივლისს დაიწყო და საჭირო მედიკამენტები უკვე 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო, პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება.