2017 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 51.0%-ით გაიზარდა და 70 532 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 19.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი, ისე მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის მაისთან შედარებით, 103%-ით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა, ხოლო 37,9%-ით - მეორადი ტრანზაქციების. მაისში ყველაზე მეტი - 18 894 ერთეული ტრანზაქცია თბილისში, ყველაზე ცოტა 1 624 ერთეული კი ჭიათურაში დაფიქსირდა.