ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მიღებული დადგენილებებით, "საქნახშირი" და "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი" ერთიანობაში 31 400 ლარით დაჯარიმდა.
დაჯარიმება მოხდა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" შესაბამისად. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს განმარტებით, „საქნახშირის ტყიბულის მინდელის მაღაროში გამოვლენილი დარღვევები სამი სახისაა: არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული. "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის" მაღაროებში კრიტიკული დარღვევები არ გამოვლენილა.