მოსკოვი-ბათუმის რეისი 9 საათიანი დაგვიანებით შესრულდა. "ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი ქალაქ მინვოდში ავარიულად დაეშვა. ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი და 156 მგზავრი იმყოფებოდა. მიზეზად ტექნიკური შეფერხება დასახელდა. სავარაუდოდ, ავიაკომპანიამ თვითმფრინავი გამოცვალა. შედეგად, რეისი ბათუმში დაგეგმილი 13:35-ის ნაცვლად 22:50 საათზე შესრულდა. 9 საათიანი დაგვიანებით სრულდება ბათუმი-მოსკოვის რეისიც.