შსს-მ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან 4 მოქალაქის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტეპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
იხილეთ: პირველი კადრები გურამიშვილის გამზირიდან, სადაც ორი ახალგაზრდა დაჭრეს