მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე 300 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი ვასილ სამხარაძის დღევანდელ პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა. პროცესზე სხვა პროკურორი გამოცხადდა, რომელიც საქმის მასალებს არ იცნობდა და აღნიშნა, რომ მისი კოლეგა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად გაუშვეს და იმიტომ ვერ გამოცხადდა სასამართლოზე. მოსამართლე დაინტერესდა რა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს სამხარაძე რაზეც პროკურორმა აღნიშნა რომ არ იცის. საბოლოოდ სასამართლომ პროკურორ ვასილ სამხარაძის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩათვალა და პროკურორი 300 ლარით დააჯარიმა.
იხილეთ: