ყავა დილის ყველაზე პოპულარული სასმელია. ზოგიერთისთვის ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენელია. ავსტრალიელი დიეტოლოგების აზრით, დილის ყავის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. არსებობს ამ სასმელის მიღების უფრო შესაფერისი დრო. დილით ყავის მოხმარება ხდება ორგანიზმში სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის მომატებული კონცენტრაციის ფონზე. რომელიც ყავის ეფექტურობას აქვეითებს. ყავის მიღება უმჯობესია დილის 10:00 საათი-დან 12:00 საათამდე, როდესაც ჰორმონის კონცენტრაცია ქვეითდება. სასმელის ბოლო მიღება უნდა მოხდეს 14:00 საათზე. დღის მეორე ნახევარში ყავა ჩაით უნდა ჩავანაცვლოთ. კომფორტული დასვენების უზრუნველსაყოფად, კოფეინის მიღება არაა რეკომენდებული დაძინებამდე 6 საათით ადრე. დღეში 400მგრ კოფეინზე მეტის მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ეს 2 ჭიქა ყავის ექვივალენტია.