პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფნი ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.თავად თათარიშვილმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.