"კახი კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, „შუახევი ჰესის“ გახსნის შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრთან დაკავშირებით გააკეთა. პრემიერმა კახი კალაძეს მადლობა გადაუხადა.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც.არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.