მეცნიერებმა მიაკვლიეს პრეპარატს, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს გლიობლასტომის - თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმის სიმსივნის გავრცელება. პროპენტოფილინი ძლიერ დარტყმას აყენებს TROY–ცილას, რითაც აფერხებს კიბოს განვითარება-გავრცელებას. პრეპარატი აგრეთვე ზრდის ქიმიოთერაპიული საშუალების - თემოზოლომიდისა და რადიოთერაპიის ეფექტურობას.პროპენტოფილინი ამცირებს სიმსივნურ უჯრედებთან TROY–ცილის ექსპრესიას, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ჯანსაღ ქსოვილებში ჩაზრდას და უფრო მგრძნობიარეს ხდის მათ მკურნალობისადმი. გლიობლასტომებს, ჩვეულებრივ, ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ, თუმცა, კიბოს ამ ფორმის დროს სიმსივნური უჯრედებისაგან სრულად განთავისუფლება ვერ ხერხდება.
სიმსივნე მეტად აგრესიულია და აქტიურად იზრდება მეზობელ ქსოვილებში. შესაბამისად, დამატებითი მკურნალობის გარეშე რეციდივი ძალიან სწრაფად ვითარდება.