ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული, მძიმე მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 23 წლის ახალაგზრდა გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.