ესპანეთის პოლიციამ მადრიდში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. დაკავებულთა შორის ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთი წევრია. აღნიშნულის შესახებ ესპანეთის შს სამინისტრო იუწყება. ერთ-ერთ- დაკავებული 32 წლის მაროკოელი "ისლამურ სახელმწიფოსთან"დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებდა და თვითმკვლელი ტერორისტებისთვის სახელმძღვანელოების ასლებს აკეთებდა. პოლიციამ ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებთან მისი კავშირები დაადგინა. დაკავებულია კიდევ ორი მაროკოელი, რომლებიც აღნიშნულ პირთან ერთად ცხოვრობდნენ.