იცით, რომ შემწვარი კარტოფილი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის? - Palitra News

იცით, რომ შემწვარი კარტოფილი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის?

2017-06-21 13:45:22+04:00

ამერიკელი, იტალიელი, ესპანელი და ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შემწვარი კარტოფილი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ American Journal of Clinical Nutrition-შია გამოქვეყნებული.მეცნიერები რვა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 4400 მოხალისეს.

განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერებმა კვებით ჩვევებზე გაამახვილეს და გაარკვიეს, რომ შემწვარი კარტოფილის თუნდაც კვირაში ორჯერ მიღება ადრეული სიკვდილის რისკს ორჯერ ზრდის.