მასაჩუსეტსის შტატში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სასუსში სამართალდამცველები სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ქალაქის პოლიცია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.ინფორმაციის თანახმად, სპორტული საქონლის უდიდეს მაღაზიაში, სამართალდამცავთა ინფორმაციის საფუძველზე, შეიარაღებული და საშიში დამნაშავე იმყოფება.გადაკეტილია სავაჭრო ცენტრისკენ მიმავალი გზები. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.