რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში" მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მშობიარე სამშობიაროში გამთნიისას მიიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, 28 წლის ქალი კი გარდაიცვალა.როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.