რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 65 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და პირველი სართულის მიშენებაზე დაეცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა.კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, მოგვიანებით კიდევ დამძიმდა, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. კადრებს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.