ქურდობა მოხდა გურჯაანის აგრარულ ბაზარში. უცნობმა პირმა სასურსათო მაღაზიიდან სიგარეტი, ლუდი და რამდენიმე სახის პროდუქტი გაიტანა. დილით ადგილზე მისულ მეპატრონეს შენობის ფანჯარა გატეხილი დახვდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს დაუკავშირდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.