საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა. კვირიკაშვილი თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მისივე თქმით, იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით.კვირიკაშვილის ინფორმაციით, თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - 26 კილომეტრი გზა მოეწყო, თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე.