შარტავას ქუჩაზე და ჟვანიას მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. აღნიშნულის მიზეზი პეკინის გამზირზე გზის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს შემოვლითი მარშუტებით ისარგებლოს. აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილების მოწესრიგებაში პოლიციაა ჩართული. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა. ცალმხრივად გადაიკეტა არქივიდან სასტუმრო holiday inn-ის ჩათვლით მიმდებარე მონაკვეთი. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ჩატარდება და სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე დასრულდება.